აქცია ჯანდაცვის სამინისტროს წინ
12 თებერვალს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინ 50-მდე პირმა ხმაურიანი აქცია გამართა. ისინი ყოფილი საავადმყოფოს შენობაში (თბილისი, გუდამაყრის N2ა) არიან შეჭრილები. აქციის მონაწილეები ბინებით დაკმაყოფილებას, მანამდე კი არსებულ შენობაში ელემენტარული პირობების (ელექტროენერგია, კანალიზაცია...) შექმნას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. მინისტრის მოადგილის, დავით ლომიძის თქმით, საავადმყოფოს შენობა უკვე გაყიდულია, შეჭრილებთან კი ინდივიდუალური მუშაობა მიდის, რათა გაირკვეს, თუ რამდენი მათგანია რეალურად უსახლკარო, შემდეგ კი ნაწილი ბინით დააკმაყოფილონ, ნაწილს კი ქირა გადაუხადონ.
ეპიზოდები
-
აპრილი 17, 2024
აქციაზე დევნის ქრონიკა
-
აპრილი 16, 2024
„არა რუსულ კანონს!“ - დრონით გადაღებული საპროტესტო აქცია
-
აპრილი 11, 2024
რას გვიყვება უძველესი მცენარის მტვრის მარცვალი?
-
აპრილი 10, 2024
შვილი: სანდრო თაქთაქიშვილი
-
აპრილი 01, 2024
ომისთვის გაწვრთნილები