Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის მერი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს


შოთა მურღულია ქუთაისის საკრებულოს მიერ მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტიდან მის გადაყენებას, უკანონობად მიიჩნევს.
მურღულიას თქმით, ის არ აპირებს სასამართლოში ჩივილს, რადგან ეს ხარვეზი საკრებულოშივე მოგვარდება. "ჩემი გადაყენება ეს არის უკანონობა და უკანონობას საკრებულოს წევრები არ დაუშვებენ. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში შეიცვლება", - აცხადებს მურღულია. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილმა ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელ შოთა მურღულიას დღეს უფლებამოსილება შეუჩერა. მარგველაშვილმა მერის მოვალეობის შესრულება ქუთაისის მეორე ვიცე-მერს, ნიკო კაჭკაჭიშვილს დაავალა.
XS
SM
MD
LG