Accessibility links

logo-print

ეგვიპტის არმიის სარდალი რუსეთში ჩადის


ეგვიპტის უმაღლესი სამხედრო პირი, მარშალი აბდელ ფატა ალ სისი პირველად ჩადის ოფიციალური ვიზიტით მას შემდეგ, რაც გასულ წელს სამხედროებმა ქვეყნის პრეზიდენტი დაამხეს. მოსკოვში ყოფნის დროს, ეგვიპტის სამხედრო მმართველი და მასთან მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი ნაბილ ფეჰმი, ხუთშაბათს რუსეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრებს შეხვდებიან. მოელიან, რომ ალ სისი საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ეგვიპტეში აპრილის ბოლოს ჩატარდება.
XS
SM
MD
LG