Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს ორი ჯარისკაცი დაიღუპა


ნატოს სარდლობის ცნობით, ავღანურ სამხედრო ფორმაში გადაცმულმა პირებმა ოთხშაბათს ნატოს ორი ჯარისკაცი მოკლეს ავღანეთის აღმოსავლეთში. დაღუპულთა წარმომავლობა ჯერჯერობით უცნობია. სარდლობის თანახმად, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ავღანეთის სამხედრო უწყების ინფორმაციით თავდასხმა მოხდა ქაბულის ჩრდილოეთით, კაპისას პროვინციაში. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა, მიმდინარე წელს ეს პირველი ინსაიდერული თავდასხმა ავღანეთის მყოფ უცხოელ ჯარისკაცებზე.
XS
SM
MD
LG