Accessibility links

logo-print

ოლიმპიური კომიტეტი შეშფოთებულია რუსეთში ეკოლოგი აქტივისტის დაპატიმრებით


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსეთის მთავრობას განმარტებას სთხოვს იმის თაობაზე, თუ რატომ მიესაჯა სოჭში ეკოლოგ აქტივისტს სამწლიანი პატიმრობა კოლონიაში. კომიტეტის პრესმდივანმა, მარკ ადამსმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ორგანიზაცია პასუხს უახლოეს ორ დღეში ელის. აქტივისტი, ევგენი ვიტიშკო, გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის ხმამაღლა აკრიტიკებდა სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის გაჩაღებულ მშენებლობას. 2012 წელს მას და მის კოლეგას, სერგეი გაზარიანს, სამი წლით პირობითად მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა ღობის შეღებვის გამო, რომელიც შემოვლებული იყო ტყეში მდებარე საკუთრებაზე. ტყეში მშენებლობა აკრძალული იყო. დეკემბერში ტუაფსეს სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომ ვიტიშკო ციხეში უნდა გაიგზავნოს, პირობითი სასჯელის წესების დარღვევის გამო. ოთხშაბათს, 12 თებერვალს, ეს განაჩენი ძალაში დატოვა კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ. „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდა რუსეთის მთავრობაზე ზეწოლის მოხდენისკენ, ვიტიშკოს გათავისუფლების მიზნით. „ამნესტი ინტერნეიშენალი“ ვიტიშკოს „სინდისის პატიმრად“ მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG