Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი მხარს უჭერს ეგვიპტის სამხედრო ლიდერის მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ეგვიპტის არმიის ლიდერის, აბდელ ფატაჰ ალ-სისის „გადაწყვეტილებას“ კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებზე. პუტინი ალ-სისის ხუთშაბათს მოსკოვში შეხვდა და მას „რუსი ხალხის“ სახელით იღბალი უსურვა. არჩევნებში მონაწილეობის შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება ალ-სისის ჯერჯერობით საჯაროდ არ განუცხადებია, თუმცა ბევრი ვარაუდობს, რომ ეს მალე მოხდება. ივლისში ალ-სისიმ უხელმძღვანელა დემოკრატიულად არჩეული, ისლამისტთა მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის დამხობას. მურსი კვლავაც პატიმრობაში რჩება. ეგვიპტეში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები მომავალ წელს უნდა გაიმართოს. გავრცელებული ვარაუდით, რუსეთში ალ-სისის ვიზიტი მოიცავდა მოლაპარაკებას ეგვიპტისთვის რუსეთის იარაღის მიწოდების თაობაზე - არის ცნობები 2 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმების განხილვის შესახებ. ალ-სისი იმედოვნებდა, რომ ეგვიპტე და რუსეთი უფრო ინტენსიურს გახდიან თანამშრობლობას სამხედრო-ტექნიკურ სფეროში. შეერთებულმა შტატებმა, რომელიც მანამდე სამხედრო სფეროში ეგვიპტის მთავარი მიმწოდებელი იყო, მურსის მთავრობის დამხობის შემდეგ დახმარების ნაწილი შეაჩერა.
XS
SM
MD
LG