Accessibility links

logo-print

თანამდებობიდან გადადგა ბათუმის მერი


თანამდებობიდან გადადგა ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე. მისი განცხადება 14 ხმით დღევანდელ სხდომაზე დააკმაყოფილა ქალაქის საკრებულომ. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. მათი განცხადებით, მერმა თანამდებობიდან გადადგომა ხელისუფლების ზეწოლის შედეგად გადაწყვიტა. თავად ჯემალ ანანიძე რაიმე სახის ზეწოლას უარყოფს.
XS
SM
MD
LG