Accessibility links

logo-print

ევროპის საპარლამენტო კომიტეტი თანახმაა მოლდავეთს სავიზო რეჟიმი მოეხსნას


ევროპის პარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და შიდა საქმეების კომიტეტმა მხარი დაუჭირა მოლდავეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ინიციატივის მომხრე 45 დეპუტატი იყო, ორის წინააღმდეგ. გავრცელებული ცნობით, პარლამენტი ამ ზომას 25 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს. როგორც ევროპის პარლამენტის რუმინელმა წევრმა, მარიან-ჟან მარინესკუმ რადიო თავისუფლების მოლდავურ სამსახურს უთხრა, დეპუტატებს შორის „ფართო კონსენსუსი“ არსებობს იმის შესახებ, რომ მოლდავეთის მიერ გატარებული, პრო-ევროპული რეფორმები სავიზო რეჟიმის მოხსნით უნდა აღინიშნოს. მარინესკუს თქმით, მოლდავეთის მოქალაქეებს ევროპის შენგენის ზონაში ვიზების გარეშე მოგზაურობა უკვე მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში შეეძლებათ. მოლდაველებისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება გამოცხადდა გასული წლის ნოემბერში, ვილნიუსში გამართულ სამიტზე - სადაც მოლდავეთმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ინიცირება მოახდინა.
XS
SM
MD
LG