Accessibility links

logo-print

შიმშილობის აქცია თემურ გიორგაძის გადადგომის მოთხოვნით


თბილისში შიმშილობის აქცია მიმდინარეობს საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ გიორგაძის გადადგომის მოთხოვნით. ხუთშაბათს, შიმშილობის მეორე დღეს, ხუთ მოშიმშილეს კიდევ ოთხი შეემატა. აქციის მონაწილეები ქუჩაში გაშლილ კარვებში არიან განთავსებული. აქციის მონაწილეთა ნაწილი აცხადებს, რომ გიორგაძემ ისინი უკანონოდ გაათავისუფლა. თავად თემურ გიორგაძე ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, ეს პირები მან არასათანადო კვალიფიკაციის გამო გაუშვა სამსახურიდან.

XS
SM
MD
LG