Accessibility links

logo-print

ყბადაღებული ტრადიციები


ავტორი: ანა ჯაფარიძე

ადამიანს წეს-ჩვეულებები თანდაყოლილი აქვს, ხოლო მისი ჩამოყალიბება და განვითარება დროის ამბავია. ანტიკური ხანიდან მოყოლებული მისი ქცევა მიანიშნებდა რიტუალებს, რომელიც ყოველი თემის თუ ტომის დამახასიათებელი იყო. ახლაც ბევრია მსოფლიოს კონტინენტზე ტომები, რომელთა კულტურა ოთდამერთე საუკუნის ანტიკვარად შეიძლება ჩაითვალოს. თანამედროვე ადამიანი კი ცდილობს იქ შეჭრას, რაც საბოლოოდ გამაღიზიანებელი ხდება იმ ხალხისთვის. თუმცა არის გამონაკლისიც, მაგალითად უცნაურად და შემაშფოთებლად უყურებენ ახალ ტექნოლოგიებს. მათი გარადაქმნა შეუძლებელია როგორც ჩვენი და ნებისმიერი ქვეყნის, ტრადიციული შეუცვლელია.კი სავარაუდოთ შეიძლება დახვეწა შეცვლა, მაგრამ მაინც გარაუქმნელია. ქვეყანას აქვს თავის ტრადიცია ჩაცმის, ჭამის, ეთიკეტის, ქცევის მაღალ საზოგადოებასი და ა.შ. შენც ვალდებული ხარ იქაური ქუდი დაიხურო. ამის ბევრი მაგალითია წინა თუ ახალი პრემიერის ვიზი განსხავებულ ტრადიცის მქონე ქვეყნებში. აქ გამახსენდა ილია ჭავჭავაძე არ შეუსვეს ერთერთ წვეულებაზე, ვაჟა ფშაველასაც ჩაცმულობა დაუწუნეს საზოგადოებაში გამოჩენისას. მაგარამ ამით რამე შეიცვალა?
ტრადიციები და არატრადიციულები - ხო.. ადამიანები რომლებიც თავისი ქყვეყნის ტრადიციებს ეწინაღმდეგებიან და აპროტესტებენ რაიმე ცვლიბებით. ამის შემდეგ წეს-ჩვეულებების მიმდევრები კი გამოდიან მათ წინაღმდეგ. პროტესტი ხშირად სალანძღვავ სიტყვებამდე მიდის, მაგრამ შეთანხმება არ ხდება. არატრადიციულები ბევრი არიან ჩვენთან, რა თქმა უნდა, ორიენტაციაშიც, ქვეყნის ტრადიციულებში აღფოთებას იწვევს. ამ საკითხთან ხალხის აზრიც არაერთგვაროვანია, როგორც სხვა ყველაფერში. ტრადიციის მიმდევრებიც ბევრში ცდებიან, ხშირად ტრადიცია ჰგონიათ სუფრაზე მოლხენა, ღვინის ბოლომდე დაცლა, სახის თეფშზე დადება, ან იქამდე თრობა სანამ მათივე ახლობელი ვიდეოს არ გადაიღებს არ დადებს სოციალურ ქსელში, მერე უარყოფით რეაქციზე და სხვის მიერ დაცინვაზე გამოლაშქრება კაი ბიჭად მიაჩნიათ. ძოგჯერ არატრადიულის ქცევა და ტრადიციული ერთმანეთს ჰგავს უბლაოდ სხვადასხვა კრიტიკა მოყვება ხოლმე. თრადიციაც იმ წესებთანა კავშირში, რასაც ხალხი იგონებს. ედაცემისგან ხშირად გამიგია რელიგურ დღებში არ შეიძლება საქმის კეთება: კერვა, რეცხვა თუ სხვა. აგარამ თუ დრო არ გაცდის? თუ ვიღაცას იმ დღეს დახმარება სჭირდება ხელი არ უნდა გავანძრიოთ? ხო ჩვენივე მოგონილებზე ჩვენვე ვტრადიციოთ ან არვტრადიციობთ. რელიგიაშიც შემიძლია იგივე ავღნიშნო მე როგორ ვილოცებ ამაშია საქმე და იმაში მე კაბით თუ შარვლით დავიჩოქები ღვთის წინაშე. ამაზე ეღტი პოპოულარული ანეგდოტი გამახსენდა. მამაო შენიშვნას აძლევს გოგოს ეკლესიაში შარვლი გამო, გოგო პასუხობს: “ღმერთს არ ჯიპი მოუცია შენთვისო, მაგარამ ქე დადიხარო.” სხვას შენიშვნას ვაძლევთ საკუთარს ვერ ვუყურებთ. ყველამ თავის თავში ჩახედვა ვისწავლოთ, სანამ რამეს ვიტყვით.
ტრადიციაში გარიგებაც შედის, როგორც ვიცი ძველი საუკუნიდან მოდის დღემდე. მამა და დედაც ასე შეუღლდნენ. ბედნიერები ნამდვილად იყვენენ, რადგან ერთმანეთი მოეწონათ. მაგარამ იმაზე რა ვთქვათ როცა ჩვენს პერიფერიებში დღემდე ხდება ასეთი რამ, ზოგჯერ შემზარავი სახით: ერთხელ გუდამაყარში ვისვენებდი, ცამეტი წლის გოგო ცოლად ყავდა ორმოცდა ორი წლის კაცს. ბავშვს ნახევრად ღია ცის ქვეშ ზრდიდნენ. თან ეს გოგო მეორეზე ორსულად იყო. ჩემს აღფოთებას ზღვარი არ ჰქონდა, ვიფიქრე ამ გოგოს არ ყავს პატრონითქო?. ინტერნეტში ხშირად ნახავთ სტატიებს პატარა ასაკის გოგოებს აზრის ქვეყნებში როგორ აიძულებენ დაქორწინაებას. მაშინ რით განვსხავდებით მათგან მგონი არაფრით. აქ ზემოთ ნაქვამს აღარ გავაგრძლებ. ძალადობა ნებისმიერი გზით დაუშვებელია მითუმეტეს ბავშვების, მაგრამ რა ვქნათ როცა მიყრუებელი სოფელიში ასეთი რამე ხდება. კიდევ ბევრი გვსმის ქალიშვილობის ინსიტუტზე. უმარავი დამცინავი ვიდეო თუ სტატია ვრცელდება ამ საკითხზე ინტერნეტში. აქაც ვისაც რა მიაჩნია სწორად ისე ჩათვილის საჭიროდ: დემოაგოგოა, გაკიცხვა, ერთის ან მეორე მხარის შეუძლებელია. ორი ადამიანი განსხვავებულ აზრს ორი მხარე აქვს. ზოგჯერ ორივესი მესმის. ყველა თავისი განათლება, განვითარებიდან და გამოცდილებიდან მსჯელობს. (აქ ყბადაღებული ბიძინა ივანიშვილის და ლაშა თაბუკაშვილის სკანდალური სადღეგრძლეოს ამბავი გამახსენდა). მარტო შარშან წლის განმავლობაში ბევრი შემზარავი ფაქტი მოხდა ბიჭმა გოგო არ მოიყვანა იმიტომ რომ ქალიშვილი არ იყო, ან მერე გაუპატიურა მოკვდა. რა განსხვავება გაუპატიურებასა და ძალადობა ქორწინებაში?ორივე აქტი თავისებურათ ძალის მსხვერპლია. ხშირად ჩვენივე ტრადიციების მსხვერპლები ვხდებით. ავიღოთ ბაგრატიონების ქორწინება, მესმის გვარის გამგრძელებელი საჭიროა სამშობლოსათვის, მაგრამ ჩვენ ხომ მონაკო და დიდი ბრიტანეთი არ ვართ. რამდენიმე საუკუნეა ჩვენთან ეს სისტემა დაიგრა. დიდი შედეგი ამ წყობილებას არ მოუტანია ჩვენთვის. ამიტომ ჩავლილ მატარებლის მობრუნაც არაფერს გვარგებს. ამ ქორწიენბის სკანდალები დღემდე გვესმის, ახლა ყველაზე მშვიდი ვითარება. პირადათ ჩემითვის რომ შემოეთავაზებინათ ასეთი რამ ვერ დავანგრევდი ოჯახს ანას ადგილას, შეიძლება არც ისეთი პატრიოტივარ. ალბათ ვაჟას თქმისა არ იყოს უფრო კოსმოპოლიტია ჩემში, თუმცა ეს ორი ეპიტეტი ერთმანეთს ეწინაღმდეგება.
ისე არ გამომივიდეს თითქოს საერთოდ ტრადიციების წინაღმდეგი ვარ, არა ბევრი ისეთი ტრადიცია გვაქვს რაც უცხოლები აღფრთოვანებაში მოდიან. საინტერესო ადგილები, სტუმარ-მასპიძლობა შესაშური, სუფრა გემრიელი, მაგარმ ყველაფერთან ერთად ის უნდა ვიდოდეთ სხვა დანარჩენ ქვეყნებშიც ხვდება ანალოგი. არ უნდა დაგვავიწყდეს, მარტო ხინკალით, ხაჭაპურით, მწვადებით (ხადურის ხუთიათასიანი სუფრის მსგავასად) ევროპას ვერ გავუთანაბრდებით და აზიურ ჩვევბს ვერ გადავეჩვევით. ჩვენ თავს უფლება უნდა მივცეთ გონება უფრო გავხსნათ, ამ გახსნილობაში კი არ შევზღუდოთ ერთამნეთი. ინდივიდუალური დამოუკიდებლობა - აი, რა არის საჭირო იმისათვის რომ მივიღოთ ახალი რაც ჩვენთვის მისაღებია, და პატივივცეთ სხვის აზრს. შექსპირი ამბობდა ცხოვრება თეატრიაო, ამიტომ ვეცადოთ კულისებში არ ავღმოჩნდეთ საკუთარი ქვეყნის დასაცავად. მაგარამ პარტერში ვინ იქნება?

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG