Accessibility links

კარზაი: აშშ-მა ქაბულის სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს


ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი აცხადებს, რომ ვაშინგტონს არ ეხება ავღანეთის მთავრობის მიერ პატიმრების გათავისუფლება, რაც აშშ-მა საფრთხის შემცველად შეაფასა. ავღანეთმა ექსტრემიზმში ბრალდებული პატიმრები ხუთშაბათს დილით გაათავისუფლა ბაგრამის ციხიდან - რომელიც შარშან შევიდა ავღანეთის მთავრობის კონტროლის ქვეშ. აშშ-ის სამხედრო ძალების შეფასებით, პატიმრები ავღანეთის სასამართლოებში უნდა გასამართლებულიყვნენ. ქაბულში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგებზე პასუხისმგებლობა ავღანეთის მთავრობას ეკისრება. პატიმრების გათავისუფლების კრიტიკით გამოვიდა ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენიც, რომელმაც ეს ავღანეთში უსაფრთხოების და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით უკანგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. კარზაიმ საპასუხო განცხადება გააკეთა ანკარაში, ავღანეთს, პაკისტანსა და თურქეთს შორის გამართული სამიტის ბოლოს. მისი თქმით, „თუ ავღანეთის სასამართლო ხელისუფლება პატიმრების გათავისუფლებას გადაწყვეტს, ეს აშშ-ს არ ეხება“.
XS
SM
MD
LG