Accessibility links

logo-print

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში გამართავს შეხვედრებს


რუსეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს მოსკოვში შეხვდებიან ერთმანეთს. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე სერგეი ლავროვმა „კომერსანტში“ გამოაქვეყნა თვალსაზრისი, რომელშიც წერს „რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობაში ერთგვარი ჭეშმარიტების მომენტი დადგა“ უკრაინის პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებითო. წინასწარი ინფორმაციით ლავროვისა და შტაინმაიერის მოლაპარაკებების დღის წესრიგშია მოსკოვი-ბრიუსელის ურთიერთობები, სამოქალაქო ომი სირიაში, ირანის ბირთვული პროგრამა, ავღანეთი, რუსეთის ურთიერთობა ნატოსთან, ბირთვული განიარაღება და გაუვრცელებლობა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. რუსეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ბოლოს ორი კვირის წინ მიუნხენში შეხვდნენ. რუსეთის მედიის ცნობით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი შეიძლება შეხვდეს ვლადიმირ პუტინსაც მომავალი წლის ეკონომიკური სამიტის - „რუსეთ-გერმანიის სახელმწიფოთაშორისი კონსულტაციების“ მომზადებაზე სამსჯელოდ.
XS
SM
MD
LG