Accessibility links

შტეფან ფიულე უკრაინის ლიდერებს მოუწოდებს საკონსტიტუციო რეფორმაზე შეთანხმებისკენ


ევროკომისარი გაფართოების საკითხებში შტეფან ფიულე უკრაინის პოლიტიკურ ლიდერებს კოალიციური მთავრობის შესაქმნელად „დაუყოვნებლივი ნაბიჯების“ გადადგმისკენ მოუწოდებს. ხუთშაბათს ფიულემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას კონსტიტუციურ რეფორმაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა. ფიულემ აგრეთვე გააფრთხილა ხელისუფლება - არ შეავიწროვოს დემონსტრანტები. ფიულეს განცხადებით, რთულია დემონსტრანტების ნდობის მოპოვება განუწყვეტელი „დაკავებების, დაშინებისა და შევიწროების“ ფონზე. ფიულე კიევში სამშაბათს ჩავიდა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან, ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შესახვედრად.
XS
SM
MD
LG