Accessibility links

logo-print

ლავროვი კვლავ აფრთხილებს დასავლეთს, არ ჩაერიოს უკრაინის საქმეებში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, კიდევ ერთხელ გააფრთხილა დასავლეთი არ ჩაერიოს უკრაინის პოლიტიკურ კრიზისში. თავის გერმანელ კოლეგასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ლავროვმა თქვა, უკრაინის მოქალაქეებს საშუალება უნდა ჰქონდეთ ვითარება თავად გადაჭრანო. „ჩვენი რწმენით, უკრაინელებმა თავად უნდა იპოვონ გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან“ - განაცხადა ლავროვმა და დასძინა - მოველით, რომ უკრაინის ყველა სხვა პარტნიორიც ამავე პრინციპით იმოქმედებსო. ლავროვმა ევროკავშირი დაადანაშაულა “გავლენის სფეროს“ შექმნის მცდელობაში, კიევზე ზეწოლის მოხდენით საიმისოდ, რომ მას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გაეფორმებინა, მოსკოვთან ურთიერთობის ხარჯზე. ამ განცხადებებამდე ერთი დღით ადრე ლავროვმა „კომერსანტში“ გამოაქვეყნა წერილი და განაცხადა, რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობამ „ჭეშმარიტების მომენტს“ მიაღწია უკრაინასთან მიმართებითო.
XS
SM
MD
LG