Accessibility links

logo-print

"ჯეოსელის" ხელმძღვანელი: დღემდე უცნობია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებები


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ „ჯეოსელში“ 13 თებერვალს დაწყებული საგამოძიებო მოქმედებების გამო განცხადება გაავრცელა კომპანიის ხელმძღვანელმა პასი კოისტინენმა. მისი განმარტებით, სამწუხაროდ, კომპანიისთვის დღემდე უცნობია ფაქტობრივი გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. „ჩვენ ვართ საერთაშორისო კომპანია, რომელიც მოქმედებს გამჭვირვალე და პასუხისმგებლობით აღსავსე ეთიკური ბიზნეს პრაქტიკით დაარ გვაქვს არანაირი მიზეზი, თავი ავარიდოთ გადასახადებსა, თუ სხვა ვალდებულებებს,“ ნათქვამია პასი კოისტინენის განცხადებაში. კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ "ჯეოსელი" საქართველოში გადასახადების ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია და არსებობის განმავლობაში მისი ყველა საქმიანობა და ოპერაცია აღრიცხული და დოკუმენტირებულია მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული კომპანიების მიერ. " ‘ჯეოსელი’ გადადგამს ყველა სამართლებრივ ნაბიჯს, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს მისი კანონიერი ინტერესები და იზრუნებს, რომ გამოძიება წარიმართოს სრულყოფილად და საზოგადოებისთვის გამჭირვალედ, რომლის საბოლოო მიზანი იქნება სისხლის სამართლის საქმის დაწყების რეალური ფაქტობრივი საფუძვლების დადგენა," ნათქვამია კომპანია „ჯეოსელის“ ხელმძღვანელის დღევანდელ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG