Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩანა ახალაიას თქმით, ხელისუფლება მის წინააღმდეგ ახალ „პიარაქციას“ და „ცირკს“ გეგმავს


საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ხელისუფლება ახალ „პიარაქციას“ და „ცირკს“ გეგმავს. თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას ახალაიამ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ახალი ბრალდება, რომელიც ადამიანის მკვლელობას ეხება. ყოფილი მინისტრის შეფასებით, ხელისუფლება, რომელიც ხალხს ვერცერთ დანაპირებს ვერ უსრულებს, მიზნად ისახავს საზოგადოების კიდევ ერთხელ მოტყუებას და შოკირებას. ახალაიას განცხადებითვე, ხელისუფლება იმავე მეთოდებით მოქმედებს მერაბიშვილის წინააღმდეგაც. თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბაჩანა ახალაიას პროცესი უკავშირდება პროკურატურის საჩივარს სპეცრაზმელთა წამების საქმეზე. ბრალდების მხარე ახალაიას კიდევ რამდენიმე პირთან ერთად ადანაშაულებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო 7 სპეცრაზმელის წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შარშან შემოდგომაზე ახალაია უდანაშაულოდ ცნო, რაც პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
XS
SM
MD
LG