Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყურმანბეკ ბაკიევს დაუსწრებლად გაასამართლებენ


ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს, ყურმანბეკ ბაკიევს და მისი ოჯახის სამ წევრს დაუსწრებლად გაასამართლებენ ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის მცდელობაში ბრალდების საფუძველზე. ყირგიზეთის უზენაესი სასამართლოს პრესმდივანმა პარასკევს განაცხადა, რომ ბაკიევი, მისი ვაჟები, მარატი და მაქსიმი და მისი ძმა ჯანუში ეჭვმიტანილნი არიან ბრიტანელი ბიზნესმენის, შონ დეილის მკვლელობის დაგეგმვაში დაქირავებული მკვლელის ხელით. დეილი ყირგიზეთის ოქროს საბადოებში ახორციელებდა ინვესტიციებს. ბიზნესმენი იძულებული გახდა ყირგიზეთი დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც 2006 წელს უცნობი მოიერიშის თავდასხმას გადაურჩა. ბაკიევმა, რომელიც ამჟამად ბელორუსიაში ცხოვრობს, ყირგიზეთი ოჯახის წევრებთან ერთად დატოვა 2010 წელს, ძალადობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ. ერთი წლის წინ ბიშკეკის სასამართლომ ბაკიევს დაუსწრებლად 24 წლით მიუსაჯა პატიმრობა, მას შემდეგ რაც დამნაშავედ სცნო 2009 წელს მომხდარ მკვლელობაში მონაწილეობაში. ჯანუშ ბაკიევს ამ საქმეზე სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, ასევე დაუსწრებლად.
XS
SM
MD
LG