Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა იტალიის პრემიერ-მინისტრი


პოსტიდან გადადგა იტალიის პრემიერ-მინისტრი, ენრიკო ლეტა. გადადგომის შესახებ განცხადებით ლეტამ პრეზიდენტ ჯორჯო ნაპოლიტანოს მიმართა მას შემდეგ, რაც 10 თვის განმავლობაში უხელმძღვანელა მემარჯვენე-ცენტრისტებთან მყიფე კოალიციას, რომელმაც ვერ შესძლო ქვეყნის გამოყვანა ეკონომიკური კრიზისიდან. იტალიის პრეზიდენტი ახლა იწყებს კონსულტაციებს პოლიტიკურ ლიდერებთან, ლეტას შემცვლელი კანდიდატის მოსაძებნად. პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, მოლაპარაკება შესაძლოა შაბათს დასრულდეს.
XS
SM
MD
LG