Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: ნანა გოგიბერიძე

საქართველოში პატარაობიდანვე აქვთ ჩაგონებული, რომ მხოლოდ საქართველოს ცაა ფირუზის ფერი და მხოლოდ აქ არის მინდორ–ველი ზურმუხტისფერი. ამბობენ, რომ ამ ქვეყნის შექმნაში თავის დროზე ისეთი მაღალი რანგის ღვთაებრივი პირი იყო ჩართული, როგორიც ღვთის მშობელია. ასეთმა ‘ბონუსმა’ ცოტა გააზარმაცა ქართველები. მათ სიამოვნებით შეიფერეს მათ მიერვე შექმნილი მითი ‘რაც კარგები ვართ ქართველები ვართ’ და მრავალი ‘სასურველი’ დასკვნაც გამოიტანეს. მაგალითად, ის რომ ღვთის მშობლის წილხვედრ ქვეყანაში არ არის საჭირო დიდი შრომა გასწიო ადამიანმა. ყველაფერი ისედაც კარგად იქნება და საქართველო გაბრწყნიდება. ამ ჩაკეტილ სივრცეში ქართველები ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს. მშობლები მაქსიმალურად ცდილობენ ზედმეტი ზრუნვა–პატრონობა არ მოაკლონ შვილებს და გაუხანგრძლივონ მათ ბავშვობა. ეს განსაკუთრებით ეხება ვაჟებს. ისინი ხომ დღესაც პრივილეგირებული შვილები არიან ქართულ ოჯახებში. სტატისტიკა ულმობელია – გასულ წელს შერჩევითი აბორტის (მხოლოდ ნაყოფის სქესის გამო) შედეგად 1151–თ ნაკლები გოგო დაიბადა.

საქართველოში ძალიან მაღალია რელიგიური ფანატიზმი. უმრავლესობა მორჩილად ასრულებს ნებისმიერ რიტუალს. მათ იციან და ბავშვებსაც ასწავლიან, რომ თუ ჰორიზონტზე ეკლესიის კონტურები გამოჩნდა, მაშინვე პირჯვარი უნდა გადაიწერონ. მათთვის ყოველი მღვდელი კერპია. დიახ, მათ სიამოვნებით შექმნეს ეს კერპები და მღდლებიც ფრიად კომფორტულად გრძნობენ თავს კერპებისა და რჩეულების როლში. მერე რა რომ კერპის შექმნას თვით რელიგიაც ‘არ გვირჩევს’.

აქ მთავრობა ისე უფრთხილდება ხალხის გენების სიწმინდეს, რომ ცოდვად აცხადებს ყველანაირ მანიპულაციას უშვილო ოჯახების დასახმარებლად. მერე რა, რომ, ალბათ, წმინდა მარიამია პირველი სუროგატი დედა. მათი აზრით, მხოლოდ ფიზიკურად ძლიერნი უნდა გადარჩნენ და გამრავლდნენ, რადგან ცხოვრება ჯუნგლებია. აბა ნახეთ უპატრონო ბავშვები ქუჩაში თავს როგორ ყოჩაღად გრძნობენ და იბრძვიან გადარჩენისთვის, და მთავრობაც ყველანაირად უწყობს ხელს ამ ბავშვებში გადარჩენის უნარ–ჩვევების განვითარებას. დიახ, ეს უნარები სწორედ რომ ბავშვობიდანაა ჩამოსაყალიბებელი, თორემ აბა ზრდასრულ ადამიანს ძალიან უჭირს ქუჩაში მოძრაობა, და მოძრაობა განსაკუთრებით სახიფათოა და მოულოდნელობებით აღსავსე ტროტუარებზე. ტროტუარებზე ხომ არ მოქმედებს საგზაო ნიშნები, ამიტომ აქ მანქანებს შეუძლიათ მოძრაობა ნებისმიერი სიჩქარითა და მიმართულებით. ფეხით მოსიარულეებს, სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, ისღა დარჩენიათ ლავირების უმაღლესი დონე გამოავლინონ. არადა, თურმე, ზოგიერთ ქვეყანაში საკმარისია ფეხით მოსიარულე ტროტუარიდან ჩამოვიდეს და მანქანები მყისვე ჩერდებიან და უცდიან ფეხით მოსიარულის გადაწყვეტილებას, თუ საით წავიდეს. დადგენილია, რომ ასეთ ქვეყნებში გამგზავრება სტრესის შემცველია ქართველებისთვის.

სამწუხაროდ, ქართველების უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ სჯობს ტყეში ხეები არ იყოს, ხეებს ხომ მოვლა უნდა. აი, ცელოფნის სხვადასხვა ფერის პარკებით კი შეიძლება მინდორ –ველის ნაირფერად მორთვა და მოვლაც არაა საჭირო.

დღევანდელი ელიტა, ე.წ. ახალი ქართველები, მხოლოდ დამუქებულ შუშებიანი ჯიპებიდან თუ უყურებენ გარე სამყაროს.
ისინი

• მოგზაურობენ და აეროპორტებსა თუ თვითმფრინავებში თავის დაკმვიდერიბის მიზნით შლიან ქართულ სუფრებს (ქართული ტრადიციის ერთგულება ხომ პატრიოტიზმია)
• ეწევიან ‘ცხოვრების ჯანსაღ წესს’, დადიან აუზებზე. გარეთ გამოსულები კი სიგარეტს ეწევიან და ქუჩაში ყრიან.

ეს ელიტა უკიდურესად ერთგულია ყველაფრისადმი მომხმარებლური დამოკიდებულებით. მათი ქველმოქმედების შესახებ არაფერი გვსმენია.

საქარველოში ყველა ‘დემოკრატიული’ არჩევნების შედეგად ვირჩევთ დიქტატორს. ყოველი ახალი მთავრობა შურს იძიების წინა მთავრობის წარმომადგენლებსა და მომხრეებზე, მაგრამ თუ თქენ ხართ წინის წინა მთავრობის წარმომადგენელი, და, რაც მთავარია, ბევრი ფული გაქვთ, მაშინ აქ თქენთვის ცხოვრება სამოთხეა. ნებისმიერ ადგილას, თუნდაც ბოტანიკურ ბაღში, რომელიმე პარკში ან ტბებთან, გაჩეხავენ ტყეებს და თქვენთვის ააშენებენ სახლს.

დღეს საქართველო მარიონეტების თეატრს გავს და მას უხილავი ხელი, უფრო სწორად უხილავი ფული მართავს. ფეხს იკიდებს კანონის უგულებელყოფა. ის რისი გაკეთებაც ვერ ხერხდება ფულით, აუცილებლად გაკეთდება მეტი ფულით. შედეგად ‘სიტუაციის ანალიზიდან’ გამომდინარე ადვილად ხდება კანონების მრავალნაირი ინეტრპრეტაცია და მათი შეცვლა უფრო ‘მოქნილი’ კანონებით. ხომ არ არის ეს გზა ქაოსისაკენ?

ისე ჩანს, თითქოს მთავრობის მიზანია დააკავონ მოქალაქეები უაზრო ტელეგადაცემებითა და ჭორ–ნიუსებით, ჩაუნერგონ რომ განათლებას არ მოაქვს სიკეთე და სიმდიდრე (ცხოვრებისეული მაგალითები უამრავია). რა საჭიროა განათლებაზე ფულის ხარჯვა, გავიხედოთ წინ, მოაზროვნე ადამიანების მართვა ხომ უფრო რთული იქნება. ნუ დავძაბავთ მოსახლეობას გადაწყვეტილებების მიღებაზე, და, მით უმეტეს პასუხისმგებლობის აღებაზე, ფიქრით. ჩვენ ხომ ეს უკეთ შეგვიძლია მათ მაგივრად გავაკეთოთ.

ეტყობა 70 წელს შავი ხვრელივით ბევრად ‘მაღალი სიმკვრივე’ და ენერგია ქონდა, ვიდრე 20 საუკუნეს, რამეთუ 20 საუკუნოვანი კულტურა სრულად გაქრა და გადაგვარდა და იგი ჩაანაცლა დიდი ძმის 70 წლიანმა გავლენამ.

ქართველების ყველაზე მძვინვარე მტერი მაინც სიზარმაცეა. მუდამ დახმარების სხვისგან მიღების სურვილი და არა თვითონ გაიღვიძონ და იბრძოლონ საკუთარი გადარჩენისთვის. ქართველთა უმრავლესობისთვის სიცრუის სამყაროში ცხოვრება კომფორტულია. ხშირად გაიგონებთ, მთავარია შენ თვითონ კარგად დაიჯერო ტყუილი და მაშინ სხვებსაც დააჯერებ.

მოვლენათა შესაძლო ‘განვითარების’ ფორმულა მარტივია:

• ნელ–ნელა შეგვაჩვიონ რუსეთთან შეერთების აზრს
• არაფერი გაკეთდეს ეკონომიკის გაჯანსახებისთვის
• სიზარმაცე იწვევს გაღარიბებას და მხსნელად კვლავ დიდი ძმა მოგვევლინება.

მით უმეტეს, რომ რუსეთი ხომ თვითონაც გვიახლოვდება მავთულ-ხლართებითა თუ ბიზნეს – ხაფანგებით.
ასე, რომ
Welcome (back to) Russia!? :(

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG