Accessibility links

logo-print

სირიის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე, ობამა „ნაბიჯებს“ განიხილავს


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას თქმით, ვაშინგტონი განიხილავს „შუალედურ ნაბიჯებს“ სირიის მთავრობაზე ზეწოლის მოსახდენად და ქვეყანაში ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად. პარასკევს საღამოს, კალიფორნიაში იორდანიის მეფესთან, აბდულა მეორესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ობამამ თქვა, არ ველით, რომ ეს საკითხი ახლო მომავალში გადაიჭრებაო. პარალელურად, საერთაშორისო წარგზავნილი, ლახდარ ბრაჰიმი ჟენევაში ჩადის, სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო დღეს შუამავლის ფუნქციის შესასრულებლად. მოლაპარაკება იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა - ორივე მხარის დელეგატები პარასკევს აცხადებდნენ, რომ პროცესი ჩიხშია. სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის შეცვლა სურთ. მთავრობის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მოლაპარაკება „ტერორიზმის“ პრობლემას უნდა შეეხოს. პარასკევს ბრაჰიმიმ ვერ შესძლო ორ მხარესთან ერთობლივი დისკუსიის გამართვა და მხარეებს ცალ-ცალკე შეხვდა.
XS
SM
MD
LG