Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის თალიბანი: აშშ-ს საბჭოთა ოკუპანტების ბედი ეწევა


ავღანეთის თალიბანმა შაბათს ავღანელებს მოუწოდა ქვეყნიდან გააძევონ აშშ-ის ძალები - ისევე, როგორც, თალიბანის თქმით, ზუსტად 25 წლის წინ მუჯაჰედებმა საბჭოთა ძალები გააძევეს. თალიბანის განცხადება, რომელიც ავღანეთიდან საბჭოთა ჯარის გასვლის 25-ე წლისთავს ეძღვნება, სააგენტო „როიტერსმა“ გაავრცელა. „დღეს ამერიკას იგივე ბედი ელის, რაც ყოფილ საბჭოთა ძალებს ეწიათ და ისინი ჩვენი ქვეყნიდან გაპარვას ლამობენო“ - წერია განცხადებაში. საბჭოთა ჯარების ბოლო დანაყოფმა ავღანეთი 1989 წლის 15 თებერვალს დატოვა. აშშ-ის და სხვა საერთაშორისო ძალები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გამოვიდნენ ავღანეთიდან. ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია ექნება თუ არა უცხოეთის ჯარების მცირე კონტინგენტს ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობა ამ ვადის მერე, რადგან ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი ამ დრომდე უარს ამბობს აშშ-სთან უსაფრთხოების ხელშეკრულების გაფორმებაზე.
XS
SM
MD
LG