Accessibility links

logo-print

ტიმოშენკო: იანუკოვიჩთან მოლაპარაკება მხოლოდ მის გადადგომაზე უნდა გაიმართოს


უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკო გამოთქვამს მზაობას მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკებაში ოპოზიციასა და პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს შორის - თუმცა აცხადებს, რომ ამ მოლაპარაკების ერთადერთი თემა იანუკოვიჩის გადადგომის პირობები შეიძლება იყოს. უკრაინის ბეჭდური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ტიმოშენკო ამბობს, როცა იანუკოვიჩი „ნამდვილი“ მოლაპარაკებისთვის მზად იქნება, შეხვედრა მალე უნდა დაიწყოს და სწრაფად უნდა დასრულდესო. ამასთან, ტიმოშენკოს თქმით, იანუკოვიჩზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს მანამ, სანამ ის ამგვარი მოლაპარაკებისთვის მზად იქნება. ტიმოშენკოს 2011 წელს შვიდი წლით მიუსაჯეს პატიმრობა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და გაფლანგვის ბრალდებების საფუძველზე. ტიმოშენკოს სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებულადაა მიჩნეული ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციისა და დასავლეთის ქვეყნების მიერ.
XS
SM
MD
LG