Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი სერბიას „საუკეთესო სურვილებს“ უთვლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და აშშ-ის სახელით სერბიის ხალხს „საუკეთესო სურვილები“ შეუთვალა, სერბიის „ეროვნულ დღესთან“ დაკავშირებით. გავრცელებულ მისალოც განცხადებაში კერი სერბიას ულოცავს შარშან ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების დაწყებას და ბლოკში გაწევრიანებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას. ამასთან, განცხადებაში დადებითადაა შეფასებული კოსოვოსთან ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით დაწყებული მოლაპარაკება 2013 წლის აპრილში. კერის თქმით, აშშ კვლავაც მყარად დაუჭერს მხარს სერბიის მცდელობას სრული ინტეგრაცია მოახდინოს ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში. კერის განცხადების თანახმად, სერბია ბალკანეთში მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის მომტანი ძალის როლს სულ უფრო მძლავრად ასრულებს.
XS
SM
MD
LG