Accessibility links

logo-print

სირიის სამშვიდობო მოლაპარაკება მეორე რაუნდის შემდეგ ჩიხშია


საერთაშორისო ძალების წარმომადგენელმა შუამავალმა, ლახდარ ბრაჰიმიმ ჩიხიდან გამოსავლის გამონახვის გარეშე დაასრულა ჟენევაში მოლაპარაკება სირიის მთავრობასა და ოპოზიციას შორის. შაბათს დაწყებული მოლაპარაკება ნახევარ საათში შეწყდა. მოლაპარაკების პროცესის მომავალი გაურკვეველია. ბრაჰიმიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრაზე წარადგინა გეგმა მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდის გამართვის თაობაზე, რომელიც შეეხებოდა სირიაში მიმდინარე ძალადობის დასრულებას და დროებითი მთავრობის ფორმირებას. თუმცა, ბრაჰიმის თქმით, გეგმა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობამ უარყო. ბრაჰიმი ამბობს, რომ ახლა კონსულტაციებს გამართავს მოლაპარაკებების მთავარ სპონსორებთან, აშშ-სთან და რუსეთთან, ისევე, როგორც გაეროსთან. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ პარასკევს განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს „შუალედურ ნაბიჯებს“ სირიის მთავრობაზე ზეწოლის მოსახდენად და ქვეყანაში ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად.
XS
SM
MD
LG