Accessibility links

რა პროცესები ვითარდება ბათუმის მერის თანამდებობის გარშემო?


ბათუმი

ბათუმი

ბათუმის მერის მოვალეობას ვიცე-მერი გიორგი ერმაკოვი ასრულებს. მერი ჯემალ ანანიძე თანამდებობიდან გადადგა - მისი განცხადება, 14 ხმით, 13 თებერვლის სხდომაზე დააკმაყოფილა ქალაქის საკრებულომ. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. მათი განცხადებით, მერმა თანამდებობიდან გადადგომა ხელისუფლების ზეწოლის შედეგად გადაწყვიტა. თავად ჯემალ ანანიძე ყოველგვარ ზეწოლას უარყოფს.

XS
SM
MD
LG