Accessibility links

logo-print

ბერლინალეზე ჩინურმა ფილმმა გაიმარჯვა


ბერლინის 64-ე კინოფესტივალზე გამარჯვებულები გამოცხადდა. მთავარი პრემია, „ოქროს დათვი“ მოიპოვა ჩინელი რეჟისორის, დიაო ინანის ფილმმა „შავი ნახშირი, თხელი ყინული“. პრიზი გამარჯვებულს გადასცა ჟიურის თავმჯდომარემ, ამერიკელმა პროდიუსერმა ჯეიმს შამუსმა. მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა ლიაო ფანი, რომელიც გამარჯვებულ ფილმში ყოფილ პოლიციელს განასახიერებს. ქალის როლისთვის იაპონელი მსახიობი, ჰარუ კუროკუ დააჯილდოვეს, ომის პერიოდის ტოკიოში მცხოვრები დიასახლისის როლის შესრულებისთვის იოჯი იამადას ფილმში „პატარა სახლი“. ჟიურის გრან-პრი ერგო უეს ანდერსონს, ფილმისთვის „სასტუმრო ‘გრანდ ბუდაპეშტი’“. „ვერცხლის დათვი“ სარეჟისორო სამუშაოსთვის გადაეცა ამერიკელ რიჩარდ ლინკლეიტერს, ფილმისათვის „ყმაწვილკაცობა“. ლინკლეიტერი 12 წლის განმავლობაში იღებდა ამ სურათს.
XS
SM
MD
LG