Accessibility links

კიევში აქცია იმართება, ადმინისტრაციის შენობის დაცლის შემდეგ


კიევში გრძელდება ანტი-სამთავრობო აქცია, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომის მოთხოვნით. კვირას უფრო ადრე დემონსტრანტებმა დაცალეს ქალაქის ადმინისტრაციის შტაბ-ბინა, რომელიც მათ ორ თვეზე მეტი დროის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული. შენობის დაცლის პირობა მთავრობამ წამოაყენა ამნისტიის კანონის შემოღების სანაცვლოდ, რომლითაც განთავისუფლდება ყველა დემონსტრანტი - მათ შორის ისინი, ვინც სისხლის სამართლის დანაშაულში არიან ეჭვმიტანილნი. ამ პირობის თანახმად, დემონსტრანტებმა ყველა დაკავებული შენობა ორშაბათამდე უნდა დაცალონ. კიევის ადმინისტრაციის შენობა დემონსტრანტებმა გასული წლის 1 დეკემბერს დაიკავეს და მას შემდეგ მან „რევოლუციის შტაბ-ბინის“ სიმბოლური დატვირთვა შეიძინა. უკრაინაში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ნოემბერში პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა გადაწყვიტა არ გაეფორმებინა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან და ამის ნაცვლად რუსეთთან გაეღრმავებინა ურთიერთობა.
XS
SM
MD
LG