Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში გავლენიანი სასულიერო პირი პოლიტიკიდან მიდის


ერაყში გავლენიანი შიიტი სასულიერო პირი, მოყტადა ალ-სადრი აცხადებს, რომ პოლიტიკიდან მიდის. სადრის განცხადება ინტერნეტით გავრცელდა. მასში ნათქვამია, რომ არც თავად სადრი და არც მისი მოძრაობის რომელიმე წევრი არ შეეცდება სამთავრობო პოსტის, ან დეპუტატის მანდატის მოპოვებას. განცხადების ფონია ერაყში აპრილში დანიშნული არჩევნებისთვის მზადება. მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ნური ალ-მალიქი - რომელიც სადრის მეტოქეა - ამ კენჭისყრაზე შეეცდება ხელახლა იქნას არჩეული. სადრმა და მისმა გასამხედროებულმა დაჯგუფებამ, მეჰდის არმიამ, პოპულარობა მოიპოვეს ერაყში 2003 წელს აშშ-ის შეჭრის და დიქტატორ სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ. სადრი ამერიკის ჯარის გასვლას მოითხოვდა. ხშირი იყო კონფლიქტი მის მიმდევრებსა და აშშ-ის სამხედროებს შორის.
XS
SM
MD
LG