Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში დამხობილი პრეზიდენტი სასამართლო პროცესზე შემინულ საკანში გამოჩნდა


ეგვიპტის დამხობილი პრეზიდენტი, მუჰამედ მურსი შემინულ საკანში გამოჩნდა ახალ სასამართლო პროცესზე, სადაც მას ასამართლებენ ტერორისტული აქტების ჩადენის მიზნით ჯაშუშობის და შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებების საფუძველზე. მურსის საკანში მოთავსება მისმა ადვოკატმა გააპროტესტა - ადვოკატმა განაცხადა, რომ შეწყვეტს საქმეში მონაწილეობას, რადგან საკნიდან მურსის ხმა არ ისმის. პროკურორები აცხადებენ, რომ მურსი და კიდევ 35 განსასჯელი პალესტინურ გასამხედროებულ ჯგუფ ჰამასთან და ლიბანის ჰესბოლასთან ერთად გეგმავდნენ შეთქმულებას. ეს ჯერჯერობით ბოლო სასამართლო პროცესია მურსის და მისი მუსლიმთა საძმოს წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც გასული წლის ივლისში დემოკრატიულად არჩეული მურსი დამხობილ იქნა. მურსის სხვა პროცესზეც ასამართლებენ, 2012 წლის დეკემბერში ოპოზიციის მომხრე დემონსტრანტების დახოცვაში მონაწილეობის ბრალდებით. დამხობილ პრეზიდენტს მესამე სასამართლო პროცესიც ემუქრება, დამატებითი ბრალდებებით.
XS
SM
MD
LG