Accessibility links

logo-print

ავღანეთში გრძელდება საპრეზიდენტო დებატები


ავღანეთში გრძელდება შაბათს დაწყებული სატელევიზიო დებატები 5 აპრილს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე რეგისტრირებულ კანდიდატებს შორის. კვირას გამართულ დებატებში მონაწილეობენ ყოფილი ფინანსთა მინისტრი, აშრაფ ღანი, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ჰედაიათ ამინ არსალა და ყოფილი პრეზიდენტის, დაუდ ხანის შვილიშვილი, პრინცი მუჰამედ ნადერ ნაიმი. მოელოდნენ, რომ დებატებში მონაწილეობას მიიღებდა მოქმედი პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის ძმა, ყაიმ კარზაიც, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა. პრეზიდენტობის კანდიდატები საკითხების სპექტრს განიხილავენ, მათ შორის ქალთა უფლებების დაცვის გზებს და თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვის ფორმებს. შაბათს გამართულ დებატებში მონაწილეობა სხვა კანდიდატებმა მიიღეს. დებატებს ერთობლივად მასპინძლობენ სახელმწიფო მაუწყებელი და რადიო თავისუფლების ავღანური რედაქცია. 5 აპრილის არჩევნებზე სულ 11 კანდიდატია რეგისტრირებული.
XS
SM
MD
LG