Accessibility links

ბრიტანეთი და საფრანგეთი ჟენევის მოლაპარაკების ჩაშლაში ბაშარ ალ-ასადს ადანაშაულებენ


ბრიტანეთი და საფრანგეთი სირიის მთავრობას სდებენ ბრალს ჟენევაში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლაში. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორან ფაბიუსის განცხადებით, მოლაპარაკებაზე „ნებისმიერი სახის პროგრესი“ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა დაბლოკა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, უილიამ ჰეიგის თქმით, „ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ასადის რეჟიმს ეკისრება“. სამშვიდობო პროცესის სპონსორებს, მოსკოვს და ვაშინგტონს, ჯერჯერობით ოფიციალური რეაგირება არ მოუხდენიათ. საერთაშორისო შუამავალმა, ლახდარ ბრაჰიმიმ სირიის ხალხს ბოდიში მოუხადა მოლაპარაკების ჩაშლის გამო მას შემდეგ, რაც შეხვედრის მეორე რაუნდი შაბათს შეწყდა. ბოლო სხდომამ მხოლოდ 27 წუთი გასტანა. ბრაჰიმის თქმით, მესამე რაუნდი ჯერჯერობით დანიშნული არ არის.
XS
SM
MD
LG