Accessibility links

logo-print

გიორგობიანი: მოშიმშილე მეხანძრეები „გამოკითხეს“


სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ე.წ. მოდულის შენობაში მოშიმშილე მეხანძრეების „გამოკითხვა მოხდა და არა დაკითხვა“. სააგენტოს ცნობით, გიორგობიანმა განმარტა, რომ გამოკითხვა წარმოადგენს ერთგვარ პროცედურას, რომელზეც დარღვევის გამოკვეთის შემთხვევაში საქმე აღიძრება. ამ ეტაპზე საგანგებო სიტუაციების სამსახურთან დაკავშირებით გამოძიება არ მიმდინარეობს. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს 5 მოშიმშილე თანამშრომელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. მოდულის შენობაში შაბათს იმყოფებოდა. თბილისში, უწყების ოფისის წინ საპროტესტო აქცია მეხუთე დღეა მიმდინარეობს. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, შიმშილობს 17 მეხანძრე. აქციის მონაწილეები საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ და მას უფლებამოსილების გადაჭარბებასა და ფინანსურ მაქინაციებში სდებენ ბრალს. გიორგაძე ბრალდებებს აბსურდულად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG