Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში საპროტესტო აქცია გაიმართა


ბაქოს ცენტრში 1000-მდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციაში. ისინი აპროტესტებდნენ მთავრობის შეთავაზებას, რომელიც ითვალისწინებს კომპენსაციების გაცემას ქალაქის ცენტრის განახლების მიზნით დასანგრევი სახლების მცხოვრებთათვის. მოსახლეობა კომპენსაციის ოდენობის გაზრდას ითხოვს. მთავრობა მათ კვადრატულ მეტრ ფართზე 1500 მანათს სთავაზობს (დაახლოებით 2050 დოლარს), მაგრამ აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ამ უბანში კვადრატული მეტრის საბაზრო ფასი 5000 მანათამდეა. დემონსტრანტების განცხადებით, მთავრობის მიერ შეთავაზებული თანხა ახალი სახლის შესყიდვისთვის არ იქნება საკმარისი. აქციაზე პოლიცია და ადგილობრივი ოფიციალური პირებიც იყვნენ მისული, თუმცა პროცესში არ ჩარეულან.
XS
SM
MD
LG