Accessibility links

უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა აგვისტოს ომის სიმბოლოდ ქცეული ფოტოს გმირი


კარალეთის დევნილთა დასახლებაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა დასახლებაში მცხოვრები ზაზა რაზმაძე - პირი, რომელიც დაღუპულ ძმას, ზვიად რაზმაძეს დასტირის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადაღებულ, ცნობილ ფოტოზე. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ზაზა რაზმაძე დევნილთა დასახლებაში, თავისი კოტეჯის წინ ჯიხურის დადგმის პროცესში მონაწილეობდა, როცა რკინის კონსტრუქცია სადენებს შეეხო და რაზმაძის სიკვდილი გამოიწვია. საინფორმაციო ცენტრის ცნობით, რაზმაძეს ჯიხური გორის ძველი ბაზრიდან გადაჰქონდა, სადაც ბაზრის დახურვამდე მისი დედა მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობდა. საინფორმაციო ცენტრი იუწყება, რომ ერედვიდან დევნილი რაზმაძეების ოჯახი სოციალურ გაჭირვებას განიცდის და სახელმწიფოსგან დახმარების მიღების იმედი აქვს.
XS
SM
MD
LG