Accessibility links

logo-print

ავღანეთში საპრეზიდენტო დებატების მეორე რაუნდი ჩატარდა


ავღანეთში დასრულდა საპრეზიდენტო დებატების მეორე დღე. კვირას გამართულ დებატებში მონაწილეობენ ყოფილი ფინანსთა მინისტრი, აშრაფ ღანი, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ჰედაიათ ამინ არსალა და ყოფილი პრეზიდენტის, დაუდ ხანის შვილიშვილი, პრინცი მუჰამედ ნადერ ნაიმი. მოელოდნენ, რომ დებატებში მონაწილეობას მიიღებდა მოქმედი პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის ძმა, ყაიმ კარზაიც, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა. კანდიდატებმა განიხილეს ქალთა უფლებები, ქვეყნის ახალგაზრდობის პრობლემები, აშშ-სთან უსაფრთხოების ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივა და თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკების შესაძლო ფორმები. შაბათს გამართულ დებატებში მონაწილეობა სხვა კანდიდატებმა მიიღეს. დებატებს ერთობლივად მასპინძლობენ სახელმწიფო მაუწყებელი და რადიო თავისუფლების ავღანური რედაქცია. 5 აპრილის არჩევნებზე სულ 11 კანდიდატია რეგისტრირებული.
XS
SM
MD
LG