Accessibility links

დავით უსუფაშვილი ხვდება არასაპარლამენტო ოპოზიციას


არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილისგან პასუხებს ელის. შეხვედრა იუსტიციის სახლში გაიმართება. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები თუ მთელი ქვეყნის მასშტაბით არა, თვითმმართველ ქალაქებში მაინც იყოს შემოღებული. სადავო საკითხებად რჩება ასევე საარჩევნო ბარიერი, საარჩევნო კამპანიის პროცესში უფასო საეთერო დროსთან წვდომა, საარჩევნო დავების წესის შეცვლა და სხვა. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის იდეას, პარტიებისთვის 3-პროცენტიანი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ნახევარმილიონიანი დაფინანსების შეთავაზების შესახებ, ოპოზიციის ნაწილი მას პარტიების მოსყიდვის მცდელობად განიხილავს.
XS
SM
MD
LG