Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გამოცხადდება მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის განაჩენი


დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 12 საათზე დაიწყება. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს ეგრეთ წოდებული დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით წაუყენა ბრალი. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურის არგუმენტები სუსტია და შესაბამისად, სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ობიექტური გადაწყვეტილება კი მისი შეფასებით, გამამართლებელ განაჩენს გულისხმობს.
XS
SM
MD
LG