Accessibility links

logo-print

უკრაინის ოპოზიციის ლიდერები გერმანიის კანცლერს შეხვდებიან


უკრაინაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი იქნება გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და უკრაინის ოპოზიციის ლიდერების ორშაბათს დაგეგმილი შეხვედრის მთავრი საკითხი. როგორც კვირას განაცხადა არსენი იაცენიუკმა, ბერლინში ის და ვიტალი კლიჩკო შეეცდებიან ევროპისაგან იმ ფინანსური დახმარების მიღებას, რაც მათი ბრძოლის გასაგრძელებლად არის საჭირო. „ჩვენ გვსურს, რათა ევროპამ მკაფიოდ გვითხრას, თუ რა სახის ეკონომიკური პაკეტის შემოთავაზება შეუძლია ჩვენთვის“, - განაცხადა კიევის ცენტრში, ევრომაიდანზე შეკრებილი პუბლიკის წინაშე სიტყვით გამოსვლისას არსენი იაცენიუკმა, რომელმაც დასძინა, რომ ასევე შეეცდება დაარწმუნოს ევროპა, რათა უკრაინელებმა ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილების უფლება მოიპოვონ.
XS
SM
MD
LG