Accessibility links

logo-print

ქუთაისის სასამართლომ მერაბიშვილის განაჩენი განმარტა


ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის განაჩენთან დაკავშირებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადების მიხედვით, განაჩენი დადგინდა სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა განმარტებების შეფასებისა და საქმეში წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე. მოსამართლე თამარ ბარბაქაძის მიერ დადგენილი იქნა განაჩენი, რომლითაც ზურაბ ჭიაბერაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 50000 ლარი. ივანე მერაბიშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის, მითვისება,გაფლანგვასა და ამომრჩევლის მოსყიდვაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან, 2013 წლის 21 მაისიდან. სასამართლოს განჩინებით, დღეის მდგომარეობით, ივანე მერაბიშვილს მოსახდელი დარჩა 4 წელი, 3 თვე და 4 დღე. მას ასევე ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლის და 6 თვის ვადით. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, - აღნიშნულია განცხადებაში.
XS
SM
MD
LG