Accessibility links

logo-print

კერის თქმით ბაშარ ასადი მხოლოდ „ომში გამარჯვებითაა“ დაინტერესებული


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტი არა სამშვიდობო მოლაპარაკებებით, არამედ ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომში გამარჯვებითაა დაინტერსებული. ჯაკარტაში ვიზიტად მყოფი ჯონ კერის ამ განცხადებამდე , ბაშარ ასადის რეჟიმი ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაადანაშაულეს შაბათს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების ჩაშლაში. რუსეთი, სირიის რეჟიმის მტკიცე მხარდამჭერი კი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლით სირიის ოპოზიცია და მისი საერთაშორისო სპონსორები არიან დაინტერსებულნი. „სხვაგვარად რომ ვთქვათ, იღებენ კურსს იქით, რათა გადაუხვიონ მოლაპარაკების გზას და ფსონი კვლავ დადონ საომარ სცენარზე იმ ანგარიშით, რომ გარედან მიიღებენ მძლავრ მხარდაჭერას, როგორც ეს კერძოდ ლიბიაში მოხდა.“- განაცხადა სერგეი ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომლის ინფორმაციითაც, უცხოეთის ქვეყნები ცდილობენ სირიის ოპოზიციის ეროვნული საბჭო ჩაანაცვლონ იმ რადიკალური ისლამისტური ძალების გაერთიანებით, რომლებიც სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის დიალოგის წინააღმდეგ გამოდიან.
XS
SM
MD
LG