Accessibility links

logo-print

მილოშ ზემანი უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტს საჭიროდ მიიჩნევს


ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მილოშ ზემანი აცხადებს, რომ უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვს ახალ თარიღს შეათავაზებს ჩეხეთში ვიზიტისათვის. კვირას ჩეხეთის რადიოსთან საუბარში მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეშფოთებულია უზბეკეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებით, კარიმოვის ვიზიტს, ზემანის აზრით, შეეძლო განემტკიცებინა ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები. ზემანის თანახმად მომავალ კვირაში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის დროს, ხელი მოეწერებოდა 15 მილიარდი დოლარის ჩეხური კრონის (750 მილიონი დოლარის) 7 შეთანხმებასა და კონტრაქტს გასულ კვირაში უზბეკეთის პრეზიდენტმა, ისლამ ქარიმოვმა, გადადო 20-22 თებერვლისთვის დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში. ქარიმოვის მოსალოდნელ ვიზიტს კრიტიკით ეხმაურებოდნენ უფლებადამცველები - ისინი აღნიშნავდნენ, რომ ქარიმოვის 25-წლიანი რეჟიმი მოიცავს წამების პრაქტიკას, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას და იძულებით შრომას ბამბის მრეწველობაში.
XS
SM
MD
LG