Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაპოლიტანომ პრემიერ-მინისტრის პოსტი მატეო რენცის შესთავაზა


იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ ახალი მთავრობის ფორმირება იტალიის დემოკრატიული პარტიის ლიდერს, მატეო რენცის შესთავაზა. ქალაქ ფლორენციის ყოფილი მერი მატეო რენცი კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებებს სამშაბათიდან შეუდგება. მისი პროგნოზით, სტაბილური მთავრობის შექმნისაკენ მიმართულ მოლაპარაკებებს „რამდენიმე დღე“ დასჭირდება. გასულ კვირაში, მატეო რენცი იყო ინიციატორი იმ შფოთისა მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიაში, რასაც შედეგად მოჰყვა პრემიერ-მინისტრ ენრიკო ლეტას გადადგომა, რომელმაც ოპონენტების თქმით, ვერ მოახერხა იტალიის ეკონომიკის გაჯანსაღება. თუკი აირჩევენ, 39 წლის მატეო რენცი, იტალიის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი იქნება ქვეყნის ისტორიაში.
XS
SM
MD
LG