Accessibility links

მაია ფანჯიკიძე: წყდება არა მორიგი ხელშეკრულების, არამედ საქართველოს ევროპული მომავლის ბედი


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ, ბრიუსელში ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს არ აქვს ილუზია, მოსკოვის შემდგომი პროვოკაციული ქმედებების შესაძლებლობის გამო, განსაკუთრებით, ევროკავშირთან ასოცირებს ხელშეკრულების ხელმოწერამდე. მაგრამ, განაცხადა ფანჯიკიძემ, საქართველოს მთავრობა კვლავაც ფხიზლად იქნება, რათა თავი აარიდოს ვითარების გამწვავებას, რაც ხელს შეუშლიდა ხელშეკრულების ხელმოწერას და განხორციელებას. საქართველოს საგაერო საქმეთა მინისტრის თანახმად, მთავრობა მზადაა გაუძლოს ყოველგვარ ზეწოლას, რადგან არა მხოლოდ რიგითი საერთაშორისო ხელშეკრულების, არამედ საქართველოს ევროპული მომავლის ბედი წყდება, თქვა ფანჯიკიძემ, რომლის განცხადებით, „საქართველოსთვის პირველი პრიორიტეტია რაც შეიძლება მალე მოეწეროს ხელი ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას. ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის მზადყოფნას, ყველა მცდელობა გამოიყენოს, რათა შემოდგომამდე ხელშეკრულების ხელმოწერა უზრუნველყოს. ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებს, რათა ეს მოხდეს“, განაცხადა მაია ფანჯიკიძემ ბრიუსელში.
XS
SM
MD
LG