Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ოპოზიციის ლიდერები გერმანიის კანცლერს შეხვდნენ


უკრაინის ოპოზიციის ლიდერები ბერლინში გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდნენ. არსენი იაცენიუკმა და ვიტალი კლიჩკომ ორშაბათის ამ შეხვედრაზე მერკელთან ერთად უკრაინის პოლიტიკური კრიზისი განიხილეს. შეხვედრის შემდეგ კლიჩკომ განაცხადა, რომ მან მოუწოდა მერკელს, სანქციები დაუწესონ უკრაინის პრეზიდენტს, ვიქტორ ინუკოვიჩს და მის გარემოცვას, განსაკუთრებით უკრაინიდან საბანკო გადარიცხვების მეთვალყურეობის მიზნით. შეხვედრის შემდგომ პრესკონფრენციაზე, იაცენიუკმა თქვა, რომ შეხვედრაზე შეეხო უკრაინის ახალი მთავრობის აუცილებლობას: „ჩვენ გადაჭრით გვსურს, რომ უკრაინას ჰყავდეს ყველა ძალის შემცველი მთავრობა, არა კორუმპირებული, არამე დემოკრატიული და პროევროპული მთავრობა. და ამ სანდო მთავრობამ უნდა მიიღოს მხარდაჭერა ევროპელი და დასავლელი პარტნიორებისგან, ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზების მიზნით“, განაცხადა იაცენიუკმა ბერლინში. მისივე ინფორმაციით, ევროკავშირი მზად არის გააფართოვოს უკრაინისთვის საფინანსო დახმარება. უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, უკრაინას რუსეთთან გამჭვირვალე ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. გერმანიის მთავრობის პრესმდივნის, შტეფენ ზაიბერტის თანახმად, ანგელა მერკელი დაპირდა სტუმრებს, რომ გერმანია და ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებენ, რათა უკრაინაში კრიზისი დადებითად დასრულდეს.
XS
SM
MD
LG