Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში შიმშილობს საპატიმროში მყოფი გრემოს დაცვის აქტივისტი


რუსეთის გარემოს დაცვის წამყვანი აქტივისტი, ევგენი ვიტიშკო, რომელიც ბუნებაზე სოჭის ოლიმპიური თამაშების უარყოფითი გავლენის გამო მოსკოვის მიმართ კრიტიკით გამოვიდა, საპატიმროში შიმშილობს 12 თებერვლის შემდეგ. მას კოლონიაში პატიმრობა მიესაჯა იმის გამო, რომ ტყეში, სადაც მშენებლობა აკრძალულია, დადგმულ ღობეზე მისასხურებელი საღებავით დახატა. მისი განაჩენი დაგმეს უფლებადამცავებმა. ამნესტი ინტერნეშნელმა მას სინდისის პატიმარი უწოდა. ორშაბათს, აქტივისტი დავიდ ხაკიმი დააკავეს სოჭში, როცა ვიტიშკოს დაპატიმრების მიმართ საპროტესტო ერთკაციან პიკეტს მართავდა.
XS
SM
MD
LG