Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი იყო ურთიერთობა


ავტორი: ალექსანდრე გაბელია

პოლიკლინიკის ცივი,ჭუჭყიანი კედლები ისევე განიცდინენ არსებულ სიტუაცის ,როგორც ცირკთან ეულად დარჩენილი ბოზი. ყველასგან მიტოვებული.
აუტანელი სიცივე ამძაფრებდა ექიმთა დაღლილობას და მათ უზომო სევდას თვალებზე.
პაციენტების უკმაყოფილი შეძახილები და ჩოჩქოლი სევდას მისტიკურ ელფერს სძენდა.
სადღაც შორს, მაგიდაზე შრომის კოდექსი იდო . ყდას დიდი ,სქელი მტვერი ედო ზევიდან.
როგორც ჩანს დიდი ხანია არავის გადაუშლია... რადიოში ჯანდაცვის მინისტრის ხმა ისმის ‘’ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.“ რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი ვიდრე 130 ლარზე დილიდან საღამომდე მონურად მომუშავე ექიმი ? ან შვილმომაკვდავი დედა, რომელსაც ძვირადღირებული წამალი ელანდება ?! ალბათ მინისტრის მაცივარში გაყინული ანანასი და კარამბოლია.
გარეთ მოსაცდელში პაციენტები ხმაურს არ წყვეტდნენ. სკამზე განმარტოებით ერთი მამაკაცი იჯდა, საკუთარ თავს ელაპარაკებოდა გაურკვეველი სიტყვებით და სიგარეტს აბოლებდა ჯიუტად. ეს ის მამაკაცია, ყველა გიჟს რომ ეძახის, ბავშობაში დედა გარდაეცვალა და მას მერე სხვა სამყაროში ცხოვრობს. იმ სამყაროში,სადაც პოლიტიკოსი და პოლიციელი წმენდს ტუფლს მათხოვარს.
- თენგო, ხო იცი აქ სიგარეტს არ ეწევიან - შეუძახა ექიმმა
- ხუსსარ ირგ აივადონ ადამ ზაგთან - ოსურად ჩაილაპარაკა მამაკაცმა
- თენგო,ნინო ექიმი ვარ. ვერ მიცანი? სიგარეტი ჩააქრე,თორე მთავარი ექიმი გაგიჟდება.
- მთავარი ექიმი?! გინდა ახლა შევუვარდე და დედა ვაგინო მაგ ნავიჭვარს?
- დამშვიდდი.

საუბარში ექთანი ჩაერთო.
-ნინო ექიმო, რა მალე მოხვედი.
- ჩემმა ახლობელმა იყიდა მანქანა, იმან მომიყვანა.
- ჯიპი?...
- ჯიპი?! მამაო ენუქი ხომ არ არის. უბრალო აუდია.
- რატო სცოდავ ნინო? არ განიკითხო ! იქნება მრევლმა უყიდა იმ მამაოს ჯიპი, ღმერთი დაგსჯის.
-შეიძლება მართალიც ხარ...მაგრამ განა იმ ხალხმა არ აცვა იესო ჯვარს ?ისინი არ ყვიროდნენ ‘’ჯვარს აცუ ეგეს“? ..ჩვენ არ ვიყავით? .განა შეიძლება ფუფუნებაში ცხოვრება, როცა შენ მრევლს შია?! ღმერთმა დამსაჯოს , თუ ვტყუი.
- ყველას დედებს გიტირებთ,დედებს- ჩაიცინა თენგომ და ჩამწვარი სიგარეტი კედელს ესროლა.
ქარს ჩალეწილ ფანჯრებში სიცივესთან ერთად ქალაქის სიბინძურე შემოჰქონდა ოთახში.
- ნინო ექიმო, ბოტასები რატომ ჩაიცვით ასეთ სიცივეში?
- ჩექმები დამეხა, აღარ ჩაიცმევა. ქმარსაც ვერაფერს ვეუბნები,გაგიჟდა,დეპრესიაშია. ჩემზე უარეს დღეში. მთელი დღე ტელევიზორსაა მიჩერებული და იგინება.
- რას ვიზამთ. აქ ყველაფერი ყარს.
- მგონი პაციენტია მოსული, გახედე.

ოთახში ძაძებში მორთული მსუქანი ქალი შემოვიდა. ნაოჭები და უფერო სახე , ერთ ხელში პატარა ბავშვი,მეორეში ხელჯოხი. თვალებთან ცრემლის წვეთი შემხმარიყო. ტუჩები სიცივისგან დამსკდარიყო. ნახევრად ჭაღარა თმებს ბუზები შესეოდნენ. ჭუჭყიან ოთახში იმატა შმორის სუნმა. ქალი მეტაბოლიზმით იყო დაავადებული,მისი სიმსუქნე ამ შემთხვევაში კარგი ცხოვრებით არ იყო გამოწვეული. არც მისი ჩვილი ტიროდა უსოსკობის გამო. შიოდა... ყველაფერი ყარდა ქალაქში.
- ნინო ექიმო, იქნებ მიშველოთ. ბავშვს სიცხე ვერ დავუგდე მეორე დღეა. -ამოიოხრა ქალმა და იქვე სკამზე დაეშვა.
- ბავშვს გავსინჯავ და წამლებს გამოგიწერთ.
- ნინო ექიმო, არ მაქვს ფული. არ შეგიძლიათ რამდენიმე ტაბლეტი ისე მომცეთ? გევედრებით.
- მოგცემთ ერთ ფილას.

ყველაფერი ყარდა ქალაქში.
- ნინო ექიმო,ჩამობნელდა. დროა წავიდეთ.
- დღეს მხოლოდ ოთხი პაციენტი მყავდა. თითოსგან 20 თეთრი მრჩება. აღარ ვიცი რა ვქნა.



* * *
ძაძებში მორთული მსუქანი ქალი კუბოში იწვა. სახეზე უფერობაც აღარ ეტყობოდა. ახალგაზრდებს ამაყი სახეებით მიჰყავდათ მიცვალებული სასაფლაოზე. მალევე დაკრძალეს. აუტანელი ჩოჩქოლს მოეცვა იქაურობა. ყველა გლოვობდა მას. ის ხალხიც კი ვისაც სიცოცხლეშიც კი მკვდარი ეგონათ.
- საწყალი... გაჭირვებამ რა უქნა ადამიანს.
- მისი ჩვილი მეცოდება. ბავშვთა სახლში უნდა გაიზარდოს ახლა უდედოდ.
- ნეტა ღმერთთან მაინც თუ წავიდა?
- რას ამბობ ციალა,გაქანებული ათეისტი იყო. ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვის ალბათ.
ამაყი სახეები ქელეხში იდილიას ავსებდნენ. აქ ყველას ყველა უყვარდა.
ციალას თევზის ფხა გადაცდა და რომ არა ოფიციანტი იქვე აღსრულდებოდა. მაგრამ სამოთხეში წავიდოდა, ციალა არ იყო ათეისტი. მარხვასაც იცავდა სოიოს ხინკლით და არც ავტობუსში ავიწყდებოდა ყოველი ტაძრის დანახვისას პირჯვარის გადაწერა.
ოთახი ხაშლამის ოხშივარს მოეცვა. ამ სიბნელეში დაწაფებოდა თავისზე დიდ ხაშლამის ნაჭერს მელოტი მამაკაცი.
თამადას გაბერილ მუცელში განსხვავებულით ჩადიოდა ცივი ღვინო. ისეთივე ცივი,როგორიც ის მიცვალებული იყო. დალია თუ არა შეზარხოშებულმა სიმღერა დაიწყო ბოლო ხმაზე, რაზეც სუფრის წევრები კაიფში ჩარჩენილი სახეებით აყვნენ.
- მრავალჟამიეეერ (!) ....

* **
ღამის სამი საათია, მაგრამ ყველაფერი არაა იდეალურად. თავისუფლებას მოწყურებული კრიმინალები კლავენ უდანაშაულო ახალგაზრდას. უბნის ისპექტორს მომღიმარე, მარიხუანამოწეული ახალგაზრდა მიჰყავს ციხეში...
ღამის ოთხი საათია. პოლიკლინიკის გაყინული ფანჯარა იმსხვრევა. შენობის მეორე სართული ლტოლვილებმა და სოციალურად დაუცველებმა დაისაკუთრეს. პოლიცია მალე მოვიდა. ექიმებიც. ერთი წიოკი და საქმის გარჩევაა. შენობაში ის ხალხიც არის მთავრობამ სახლი რომ აჩუქა უკაცრიელ ჯუნგლებში, ხალხი,რომელიც აქამდე საქათმეში ცხოვრობდა. იმ ადამიანებსაც ვხვდებით,რომელთაც ორი ბინა გაქირავებული აქვთ და ახალ თავშესაფარს ეძებენ . ვხვდებით მარქსისტებს, სტალინისტებს, მოხუცებს, ბავშვებს...
- არ გამოვალთ შენობიდან, ჩვენ აქ უნდა ვიცხოვროთ.
***
ამაყად შევიდა ხალათმოცმული სოციალურად დაუცველი ექიმის ცივ ოთახში.
-ნინო ექიმო, ლიმონიანი ჩაი არ გნებავთ? კაი ჩაია..
- არა, მადლობა ნუგზარ.
-კარგი,როგორც ინებებთ. ნინო ექიმო, იქნებ ‘’სკოჩი’’ გქონდეთ. ზევით , ჩემს ოთახში ფანჯარა ჩამიტყდა და დავამაგრებდი.
- კი. მაგიდაზე დევს, აიღე.


***

კაკტუსის ქოთანი დაიმსხვრა. ვეღარავინ აფარებს თავს ძველ სახლს.
მასები მასებმა მოიცვეს , ინდივიდები ემიგრანტები არიან. ღმერთების ქალაქში ყველას ყველა უყვარს.
გაზაფხული ზამთარმა ჩაანაცვლა, კერპებმა კერპები. თბილისი კი კვლავ ურთიერთობა არის.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG