Accessibility links

უსუფაშვილი: განსხვავებული იქნება პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შინაარსი


განსხვავებული იქნება როგორც პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შინაარსი, ისე ღონისძიების ფორმატი, - აღნიშნული განცხადება დავით უსუფაშვილმა გუშინ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საორგანიზაციო საკითხები დააზუსტეს. "ეს იქნება პირველი გამოსვლა ახალი უფლებამოსილებების მქონე პრეზიდენტისთვის. კონსტიტუციურმა მოდელმა, რომელიც ძალაში 2013 წლის ნოემბერში შევიდა, სხვაგვარად გადაანაწილა უფლებამოსილებები პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის, ასევე პარლამენტთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, განსხვავებული იქნება როგორც პრეზიდენტის გამოსვლის შინაარსი, ისე თავად ღონისძიების ფორმატი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასასრულს ჟურნალისტებთან საუბრისას. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტისა და ქვეყნის მოსახლეობის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით 21 თებერვალს, 14:00 საათზე წარდგება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გაიმართება ფრაქციების გამოსვლები, დებატები, რასაც პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG