Accessibility links

logo-print

სირიის თავისუფალმა არმიამ პოსტიდან გადააყენა თავისი ლიდერი


დასავლეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიის თავისუფალმა არმიამ პოსტიდან გადააყენა თავისი ლიდერი. არმიის უმაღლესმა საბჭომ სალიმ იდრისის გადაყენება საბრძოლო მოქმედებებისას „არაეფექტური“ მუშაობის გამო გადაწყვიტა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის თავისუფალი არმია უკანასკნელ პერიოდში გავლენას კარგავს. არმიამ ბოლო პერიოდში არაერთი ბრძოლა წააგო სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მხარდამჭერ სახელისუფლებო ძალებთან. გარდა ამისა, არმია ჩაება ისლამისტებთან კონფლიქტში, რომლებიც ასევე ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან.
XS
SM
MD
LG