Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ოპოზიციას დაბლოკილი აქვს პარლამენტის პრეზიდიუმი


უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს „ვერხოვნა რადას“ პრეზიდიუმი ოპოზიციური პარტიის წევრმა დეპუტატებმა ალყაში მოაქციეს მას შემდეგ, რაც ვერ მიაღწიე პარლამენტის სპიკერ ვლადიმერ რიბაკის თანხმობას დღის წესრიგში 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნების თაობაზე მომზადებული კანონპროეტის შეტანას. პარალელურად საკანონმდებლო ორგანოს შენობისაკენ დაიძრნენ ოპოზიციის მომხრე დემონსტრანტები, რომლებმაც რამდენიმე ადგილას გრუშევსკი ქუჩაზე გაარღვიეს მილიციის კორდონები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი „ბერკუტი“.
XS
SM
MD
LG