Accessibility links

logo-print

ავღანეთში ჯარისკაცები და მოქალაქეები დაიღუპნენ


ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ექვსი ავღანელი ჯარისკაცი და სამი სამოქალაქო პირი დაიღუპნენ გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. ავღანეთის არმიის ოფიციალური წარმომადგენლის ნომან ატეფის თქმით, ერთ-ერთი აფეთქება ორშაბათს კაპისის პროვინციაში იმ დროს მოხდა, როდესაც არმიის ნაწილი ოპერაციიდან ბრუნდებოდა. მეორე აფეთქება კი სამშაბათს პაკტიის პროვინციაში მოხდა, რასაც სამი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, ხოლო შვიდი კი დაიჭრა. მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას ჯერ არ აუღია.
XS
SM
MD
LG